დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო მარათონი 2013
ხელისუფლებამ ზუგდიდში საარჩევნო კოდექსი დაარღვია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/14 19:36:37

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ზუგდიდში სტუმრობის პარალელურად , მის წინააღმდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აქციას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო მოხელეებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, რადგან მათ სამუშაო საათებში აგიტაციის გაწევა ან აგიტაციაში მონაწილეობა ეკძარლებათ. 

"20 ივლისის პრაიმერიზისგან განსხვავებით, 11 სექტემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლების დაკვირვებით, 11 სექტემბრის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ლევან მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა წითლიძე. პარალელურად გამართულ სააგიტაციო შეხვედრაში კი, რომელსაც "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ედემ კეკუტია, ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – ნუკრი ჯიჭონაია. ჩამოთვლილი თანამდებობის პირები წარმოადგენენ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს; შესაბამისად, მათ საარჩევნო კოდექსი სამუშაო საათებში უკრძალავს აგიტაციის გაწევას ან აგიტაციაში მონაწილეობას (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის "თ" ქვეპუნქტი). იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობდა სამუშაო საათებში (აქცია დაიწყო 16 საათზე), საჯარო მოხელეებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელშიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართავს და შესაბამისი ზომების მიღებას თხოვს.

ამასთან, აღნიშნულის კონტექსტში, ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, სამუშაო დრო არ გამოიყენონ პოლიტიკური აქტივობისთვის და მათი სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად თუ პროტესტის გამოსახატად.

რაც შეეხება აღნიშნული აქციის დროს პოლიციის მუშაობას, ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავები სრულად იყვნენ მობილიზებული.

"პოლიცია სრულად იყო მობილიზებული. აქციის ადგილი ორმაგი ჯებირით იყო დაცული, ჯებირებთან პოლიციელები იდგნენ და მოქალაქეებს ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. იმ მხრიდან კი, საიდანაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იდგნენ, პოლიციას დერეფანი ჰქონდა გაკეთებული; აქციის თითოეულ მონაწილეს ამოწმებდნენ, ეკავათ თუ არა ხელში ბოთლი ან სხვა რაიმე ნივთი, რომელიც შეიძლებოდა სასროლად გამოყენებულიყო. ტერიტორიაზე არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს უშვებდნენ. პოლიციამ შეძლო ეფექტური პრევენციული ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების დასაცავად და წინასაარჩევნო შეხვედრის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია