დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დასრულდა ჟურნალისტებთან შეხვედრა გაზეთ „P.S.“- ის press-კლუბში
2013/05/17 16:26:04

დღეს კლუბის პირველი სტუმრები იყვნენ  პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე  და საკრებულოში ამავე სახელწოდების ფრაქციის წევრები: კახა ნემსიწვერიძე და ტარიელ  მესხი. 

მოწვეულმა სტუმრებმა პასუხები გასცეს ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ქალაქში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, პარტიის პოლიტკურ ორიენტაციასა და მათი ლიდერის დავით თარხან-მოურავის სკანდალურ განცხადებაზე, რომელიც უკავშირდებოდა ქუთაისის მერის პოსტზე პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურის არჩევას. შეკითხვები ასევე დაისვა გოჩა თევდორაძის მისამარით არაერთ ბრალდებაზე მის მიერ  ქუთაისში ბიზნესწილების ფლობასთან დაკავშირებით.

„თუ გავმდიდრდები, აუცილებლად დამეტყობა. ამის პირობას გაძლევთ. ცხადია, არანაირი ფინანსური წილები არ მაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვეხმაურები ქალაქის ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის განცხადებას და ვიტყვი, რომ ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ჩემი ბრალია, რომ ტრანსპორტზე ფასები იზრდება,  როგორც მინიმუმ, გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი.“ – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეხვედრაზე შეკითხვები ასევე დაისვა ქალაქის მერის შესარჩევი კომისიის მუშაობაზე. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ და ზემოთაღნიშნული კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობოთა ნაწილის მიერ გამოთქმული უნდობლობა კომისიის მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

საუბარი ასევე შეეხო პარტიის პოლიტიკურ გეგმებს. პარტიის წევრებმა განმარტეს, რომ ისინი მტკიცედ გააგრძელებენ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, მის კოალიციას კი, ჯერჯერობით, ემიჯნებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია