საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის დღეების ფარგლებში ქუთაისში ნარდის ჩემპიონატი გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/18 21:36:00

 

18 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში, ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში ჩემპიონატი ნარდში ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და შშმ პირები იღებდნენ.


აღნიშნული ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცერნტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთანამშრომლობით დაიგეგმა.


ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 12 მსურველი დარეგისტრირდა. ფინალური სამი ადგილი კი ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორმა ონისე მელქაძემ მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი ტელეკომპანია „რიონის“ IT ტექნოლოგების დირექტორმა ბადრი კაპეტივაძემ გახდა, ხოლო მესამე ადგილი შშმ პირთა იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ წარმომადგენელი ლევან ჭიქაბერიძემ დაიკავა. გამარჯვებულებს თასები და სიგელები სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გადასცეს.


„ევროპის დღეები 2018“ 5 მაისს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია