დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მინდობილობით პენსიის აღება შეჩერებულია
2009/10/21 13:50:44

მინდობილობით პენსიის აღება  იმერეთში 4 600 მოქალაქეს შეუწყდა.  ამის გამო სახალხო ბანკსა და სოციალური მომსახურების სააგენტოებში მღელვარებაა. პენსიონერების ნდობით აღჭურვილი პირები აცხადებენ, რომ სააგენტოში დავრდომილი პირების მიყვანასაც კი ითხოვენ იმის გამო, რომ თავად სოციალური მომსახურების სააგენტოს ბინაზე სტუმრობისთვის საკმარისი თანამშრომელი არ ჰყავს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი აპოლონ ფოჩხუა „P.S.“-თან საუბარში აცხადებს, რომ მინდობილობების განახლება „სახალხო ბანკის“ მიერ ახალი პლასტიკური ბარათების ბეჭდვითაა განპირობებული. სოციალური მუშაკები მხოლოდ დავრდომილებს მიაკითხავენ შინ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოთხოვნით წერილი სოციალურ სამსახურში დაიწერება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია