დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულსა და ზესტაფონში „პატრიოტები“ მომრავლდნენ
2013/05/13 18:28:05

საკრებულოებში „ნაცმოძრაობის“ დემონტაჟი გრძელდება

„ნაცმოძრაობას“ ჩვენ უნდა წავართვათ ბერკეტები,“ – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ყოფილი „ნაციონალებისგან“დაკომპლექტებულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა. იმერეთის რეგიონში „პატრიოტთა ალიანსმა“ კიდევ ორი ფრაქცია შექმნა, კერძოდ ტყიბულისა და ზესტაფონის საკრებულოებში.

„შექმნილია სამკაციანი ფრაქცია, ჯერჯერობით, მაგრამ ამ დღეებში ფრაქციებში იქნება კიდევ სხვა პიროვნებებიც, ამ ფრაქციების შექმნა გაგრძელდება სხვა ქალაქებშიც უახლოეს დროში შეიტყობთ ამ ყველაფრის შესახებ. მგონი, დაიწყო კარგი პროცესი, ძალიან ბევრი შეფერხებაა საკრებულოებში, არიან ძველი კადრები. არ მოსწონს ეს ჩვენს მოსახლეობას და  სურათი არის შესაცვლელი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.“-განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა ადა მარშანიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია