ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში „ქართული ოცნების“ ლიდერები პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი.
ბიზნესცენტრში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, რის შემდეგაც ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება.
სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა.