დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი :"ასეთი ფაქტი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ სრულიად მოუთმენელია"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/31 09:49:08

პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს: "ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და  განსაკუთრებით, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ,  სრულიად მოუთმენელია“. იგი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები დანაშაულს უმოკლეს ვადაში გახსნიან.


„ჩვენ ვხედავთ, გარკვეული ფიზიკური შეხლა-შემოხლის თემატიკის გარკვეულ გამოცოცხლებას. გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს ახლა, ვიდმე ოდესმე. იმიტომ, რომ  ეს, შესაძლოა, ინდივიდუალური მოვლენები,  ფაქტები არ იყოს და სწორედ  რაღაც ჯაჭვის გარკვეულ  რგოლებთან გვქონდეს საქმე. ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და  განსაკუთრებით, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ სრულიად მოუთმენელია.

 

მე დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები, ამ დანაშაულს ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში გახსნიან, ისევე, როგორც  ძალიან  ბევრი სხვა დანაშაული იხსნება ამ ქვეყანაში.  მაგრამ ამ ფაქტის მიმართ  განსაკუთრებული ყურადღება და დატვირთვა იქნება“,-აცხადებს უსუფაშვილი.

 

ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  წიკლაურის თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მომხდარზე პასუხისმგებლობა "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობაგაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება".

 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ დროულად გამოიძიონ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია