სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წევრი როლანდ ახალია გამოჩნდა. ახალაიას ჟურნალისტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს, თუმცა ის არასასურველ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. თუმცა, დღეს მან ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. ახალიამ ასევე არ დაასახელა დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის თარიღი.
„დღემდე მე სამართლიანი სასამართლოს პოზიციას ვერ ვხედავ. ასე რომ არ იყოს, უკანონო პატიმარს, ბაჩო ახალაიას, ამ დრომდე გაათავისუფლებდნენ.“ - ამბობს ახალაია.
ჟურნალისტების კითხვაზე კი, იზიარებს თუ არა ის პროკურატურის ბრალდებებს ვანო მერაბიშვილზე, როლანდ ახალაიამ შემდეგნაირად უპასუხა: „სხვა კითხვა დამისვით და იმაზე გიპასუხებთ“.
როლანდ ახალაია ამ წუთებში პლენარულ სდომაზე იმყოფება.