ამ წუთებში მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის კახა ნემსიწვერიძის კაბინეტის წინ იმყოფება და მას კაბინეტიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. დახუნდარიძემ ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარეს კაბინეტში საკრებულოს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ააკითხა. სხდომაზე მრავალშვილიანმა დედამ ნემსიწვერიძე ქალაქის სრულ მონოპოლიზებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ნემსიწვერიძემ განაცხადა, რომ დახუნდარიძის შვილებს მიაკითხავდა. მომხდარის შემდეგ კი დახუნდარიძემ დეპუატატს კაბინეტში ააკითხა და ახლაც დერეფანში იმყოფება.
"მაგან და თევდორაძემ შეჭამეს მთელი ქუთაისი. ბანდიტი და ყაჩაღები მართავენ ამ ქალაქს",–აცხადებს მარინა დახუნდარიძე.
კახა ნემსიწვერიძე კი მრავალშვილიან დედას გამომძალველს უწოდებს.