დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ირინა იმერლიშილი: „პრეზიდენტის შენიშვნებს არ გავითვალისწინებთ“
2013/04/30 18:47:50

იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში პრეზიდენტის შენიშვნებზე მსჯელობენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

როგორცრამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ,პრეზიდენტმა ვეტო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს დაადო. მისი მთავარი არგუმენტია, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის შენიშვნები მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. უმრავლესობა ამკვირაში ვეტოს დაძლევას შეეცდება. მათი პროგნოზით, არსებულ წინააღმდეგობას აუცილებლად გადალახავენ და კანონპროექტს პლენარულს ხდომაზე გაიტანენ განსახილველად.

ირინა იმერლიშვილის თქმით, უმრავლესობისთვის ძალიანმნიშვნელოვანია სასამართლოების რეფორმა. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის თავმჯოდმარემ აღნიშნა, რომ გაზიარებულია შეცდომები და ასევე მიესალმ რეფორმას სასამრთლოების შესახებ. სწორედ ამიტომ იმერლიშვილის განცხადებით, უმრავლესობა აუცილებლად დაძლევს ვეტოს.

„ჩვენ არ ვაპირებთ პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“. - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და მიაჩნია, რომ სააკაშვილს პოლიტიზირებული იუსტიცის საბჭოს შენარჩუნება სურს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის თქმით კი უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია. 
როგორც კობახიძე ამბობს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიღწევის საშუალებაა. 
„საჭიროა, ეს კანონი სწრაფად შევიდეს ძალაში, რასაც პრეზიდენტი თავისი ვეტოთი ხელს უშლის. თუმცა, უმრავლესობას ნამდვილად გააჩნია იმის რესურსი, რომ იმსჯელოს ამ შენიშვნებზე და ისევე დაძლიოს ეს ვეტო, როგორც ეს ამნისტიის შესახებ კანონზე მოხდა,“ - ამბობს კობახიძე.

უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშილის თქმით კი, სწორედ ასეთია პროცედურა, უმრავლესობა უნდა შეეცადოს, რომ გადალახოს ვეტო. უმცირესობა კი კიდევ ერთხელ შეეცდება, დაარწმუნოს ისინი, რომ პრეზიდენტის არგუმენტები ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, ლოგიკური და სწორია.

პროცედურულად პრეზიდენტის შენიშვნებზ ესაკომიტეტო მოსმენების შემდეგ მსჯელობა ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. სწორედ ამ სასესიო კვირაში გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არ აუმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია