დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ილია მეორე - რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება მიუღებელია
2013/04/01 11:53:59

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, "რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება  მიუღებელია,  რადგან  სეპარატისტული მოძრაობის  გაძლიერებას  გამოწვევს."

"ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისთვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია"  - ბრძანა უწმინდესმა. 

აღნიშნული  განცხადება  ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწმინდესის  სახელით  ჟურნალისტებს  მამა მიქაელ ბოტკოველმა  გააცნო, როდესაც  სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქი  ფინეთში გაემგზავრა.

უწმინდესი ჰელსინკში სარეაბილიტაციო  კურსის გასავლელად  გაემგზავრა  და იქ დაახლოებით ორი კვირით დარჩება. უწმინდესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან   სამღვდელოების წარმომადგენლებმა  და  მრევლმა გააცილა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია