დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე მერის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ
2013/04/11 20:14:46

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა  ხვალ დაგეგმილ  საკრებულოს სხდომაზე მოქმედი მერის, ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.

ცნობილი ხდება, რომ ბრეგაძისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, მერის მოვალეობას ვიცე-მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს.

ასევე  დაგეგმილია ხვალ  იმ მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც შემდგომ ქალაქის მერის ასარჩევად კომისიის წევრებს დაასახელებს. ახლადშექმნილი კომისია კი ქალაქის ახალ  მერს კონკურსის წესით შეარჩევს.

გოჩა თევდორაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ალიანსი მერის კანდიდატურაზე ნუგზარ შამუგიას დაასახელებს, სიმართლე არაა. იგი აღნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი მერი არავითარ შემთხვევაში არ იქნება “ნაციონალი“, სამაგიეროდ,  ის იქნება ხალხისთვის მისაღები პიროვნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია