დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის კანდიდატს ხათუნა მაჭავარიანს "გადაგდებაში" ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/04 12:36:57

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ორი კვირის წინ დასრულდა და საარჩევნო ციებ–ცხელებაც განელდა, თუმცა სააჩევნო ბლოკ "თვითმმართველობა ხალხს" ქუთაისის შტაბს და მერობის კანდიდატს ხათუნა მაჭავარინს კოორდინატორები არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ  საარჩევნოდ ბლოკის სახელით მუშაობდნენ და ხათუნა მაჭავარიანმა მათ კუთვნილი თანხა არ გადაუხადა, რის მიზეზადაც უბნებზე მიღებულ არასაკმარის ხმებს ასახელებს.


"ჩვენ შემთხვევით არ მივსულვართ ამ ბლოკში სამუშაოდ, ახლობლები ვართ, გვინდოდა, მასაც დავხმარებოდით და მიზერული თანხაც შეგვეტანა ოჯახში. ჩვეულებრივად ვიმუშავეთ, არჩევნების დღესაც უბანზე ვიყავით, ახლა კი, როდესაც ფული მოვითხოვეთ, გამოგვიცხადეს, რომ სათანადოდ არ ვმუშაობდით. თან გვითხრეს, პარტიას ფული არ აქვს და საპარლამენტო არჩევნებზე დაგასაქმებთო. ჩვენ, ყველანი, თავის გასატანად ვმუშაობთ და ეს კარგად იცის ქალბატონმა ხათუნამ. დამოკიდებულებაა გულდასაწყვეტი, თავიდან ეთქვა, რომ ფული არ ჰქონდა და, იქნებ, უფასოდაც დავხმარებოდით, ახლა კი, თურმე დამნაშავეები ჩვენ ვართ. ჟარგონულად რომ ვთქვათ, მერობის კანდიდატმა ხათუნა მაჭავარიანმა „გადაგვაგდო", – აღნიშნავენ კოორდინატორები, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

 

psnews.ge სიტუაციაში გასარკვევად  უშუალოდ საარჩევნო ბლოკ „თვითმმართველობა ხალხს"-ის მერობის კანდიდატს, ხათუნა მაჭავარიანს დაუკავშირდა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, კუთვნილი თანხა მხოლოდ იმათ არ მიუღიათ, რომელთაც დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი პარტიის უფლებამოსილ პირს თამარ ჯუღელს დაგვაკავშირა.


„თუ იმუშავეს, რა შედეგი დამიდეს? რაში ითხოვენ ფულს? არჩევნების დღეს უბანზე არ იყვნენ, ზოგს ბეიჯი არ ჰქონდა, ზოგს მისვლა დაეზარა. არანაირი შედეგი არ მიმიღია, ისიც კი არ ვიცი, ჩემთვის მუშაობდნენ თუ სხვა პარტიისთვის. ამ ფულს მე კი არ ვიხდი, სახელმწიფო რიცხავს და ითხოვენ შესრულებული სამუშაო წარვუდგინოთ, მაგრამ თუ არ უმუშავიათ, იმათი ფული უკან  ბრუნდება, მივიდნენ და სახელმწიფოს ედავონ. რომ მითხრათ, ვინ არიან ესენი და რომელ უბანზე მუშაობდნენ ზუსტად გეტყვით, რა პრობლემაა, ჰკითხეთ ამ ადამიანებს, ბეიჯი თუ ეკეთათ, თუ იყვნენ უბანზე, ან თუ იციან, რამდენი ხმა წამოვიღეთ.  ჩვენ თითქმის ყველას დავურიგეთ თანხა, მხოლოდ ორი–სამი უბანია დარჩენილი, სადაც მომუშავე ადამიანები უნამუსოდ ითხოვენ ფულს. ჩემი ინტერესი არაა, ვინმეს თანხა არ მივცეთ, ეს კონსტიტუციის შესაბამისად ხდება, თორემ ჩემთვის უკეთესია, სამომავლოდ რაც მეტი ადამიანი მეყოლება," – განაცხადა თამარ ჯუღელმა.

 

კოორდინატორები, რომელთაც საარჩევნო ბლოკს თანხის არგადახდაში დასდეს ბრალი, აცხადებენ, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესაც მუშაობდნენ, ბეიჯიც ეკეთათ და უბანზე მიღებული შედეგებიც კარგად იციან, თუმცა, მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, პარტია თანხის გადახდაზე უარს ეუბნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია