ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატზე ნაფიქრი აქვს, თუმცა მისი ვინაობა პრესისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ივანიშვილი კოალიციასთან შეათანხმებს მის კანდიდატურას.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან, რადექტორებთან შეხვედრისას.
ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენცია სიგარეტის მოწევის წინააღმდეგ საკუთარი შეხედულებებისა და ანტი-ნიკოტინული კომპანიის პროპაგანდის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. ასევე არასრულწლოვანების ალკოჰოლთან დამოკიდებულების შეფასებასაც საკმაო დრო დაუთმო.მან აღნიშნა, რომ ამ თემებზე საუბარი ახლა მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გამო, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი აღარ ემუქრება და საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა ახალმა მთავრობამ.