დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაუწყებლის ბორდი საიას თანამშრომლობას სთავაზობს
ავტორი:
2013/09/10 13:27:03
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც გოგუაძემ განაცხადა, მაუწყებელი სირთულეების წინაშე დგას და საიას კომპეტენცია და მისგან იურიდიული დახმარება ორგანიზაციას დასჭირდება. იგივე თხოვნითმ გოგუაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართავს. "იმედი გვაქვს მათთან თანამშრომლობის. გვინდა, რომ ჩვენი ჟურნალისტების უფლებები, მათი ინტერესები დაცული იყოს. მივმართავთ ამ ორგანიზაციებს თანადგომის თხოვნით", - განაცხადა გოგუაძემ ბრიფინგზე, რომელიც საიას კონკრეტული განცხადების პასუხად დღეს, გაიმართა. საია-ში განაცხადეს, რომ გიორგი ბარათაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება 15-დან შვიდმა წევრმა მიიღო, ორ წევრს კი სხვები წარმოადგენდნენ, რაც კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული. გოგუაძის განცხადებით კი, ბორდის ექვსი სექტემბრის სხდომას ცხრავე წევრი ესწრებოდა. მათგან ორი - სკაიპით ჩაერთო. მისი თქმით, პროცესი იურიდიულად გამართლებულად ჩატარდა - ცხრა წევრმა ხელის აწევით დაადასტურა ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცახდებაზე თანხმობა, რაც ელექტრონული წერილითაც დაამოწმეს. ხელი, კი, რადგან ნატალია დვალი და ნინო დანელია საზღვარგარეთ იმყოფებიან, ნოტარიულად დამოწმებული ცნობით, ბორდის სხდომაზე მყოფმა ლევან გახელაძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა მოაწერეს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია