დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია ხელისუფლებას მერებისა და სოფლის მამასახლისების არჩევითობას სთავაზობს
ავტორი:
2013/09/10 12:49:03
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია „ნალა“ ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ ასოციაციის დამფუძნებლებმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის, მამუკა აბულაძის განცხადებით, მათი ეს ინიციატივა 2014 წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. როგორც აბულაძე განმარტავს, ასოციაციის წარმომადგენლებმა უკვე შეიმუშავეს და წარადგინეს  პროექტი „ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რომელიც სურთ რომ განსახილველად მთავრობასა  და პარლამენტს გადასცენ. აღნიშნული კანონპროექტი, როგორც აბულაძემ განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ქარტიის პრინციპებს პასუხობს და იქ ყველა ძირითადი პრინციპი და მიმართულებაა აღწერილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ, ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან გაჟღერდა.  „ჩვენს კანონპროექტში საუბარია პირდაპირ არჩეულ ქალაქის მერებზე, ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლად არჩეული წარმომადგენლების, ე.წ. მამასახლისების არჩევასთან დაკავშირებით,  და ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რომელსაც შეიძლება ეფუძნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა,“ - განაცხადა მამუკა აბულაძემ. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტი თვითმმართველობების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ძირითად პრინციპებს ვერ პასუხობს და მათი აზრით ის სახელმწიფო, ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ საკითხებსაც შეიცავს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია