დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მინარეთს ჭელაში დღეს დააბრუნებენ
ავტორი:
2013/08/29 09:10:02
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მინარეთს, რომელიც თბილისში ექსპერტიზისთვის გადაიტანეს, დღეს ისევ ჭელაში დააბრუნებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს მუფთმა ასლან აბაშიძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გუშინ, გვიან საღამოს აცნობა. ასლან აბაშიძის თქმით, მინარეთი სანამ სოფელ ჭელაში არ იქნება გადატანილი, მანამდე ბათუმში მყოფი ჭელის მოსახლეობა სოფელში არ დაბრუნდება.სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის, ჯემალ პაქსაძის თქმით კი, მინარეთს ჭელის მეჩეთთან დღეს მიიტანენ, თუმცა, მისი დამონტაჟება მას შემდეგ მოხდება, რაც ტექნიკური და იურიდიული პროცედურები მოგვარდება. მისი ინფორმაციით, იურიდიული საკითხების მოგვარებაში სამუფთოს იურისტებიც ჩაერთნენ. ჯემალ პაქსაძის განცხადებით, მინარეთის საკითხის მოგვარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს, რისთვისაც მუფთი ბიძინა ივანიშვილს მადლობა უხდის.ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გუშინ ჭელიდან, წალკიდან და ხულოდან ჩასულმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მინარეთის დაბრუნებას ითხოვდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია