დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობოები ლუკა კურტანიძის გათავისუფლებას მოითხოვენ
2013/02/13 15:53:29

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციის აკადემიის პრორექტორმა, ლუკა კურტანიძემ თანამდებოლა უნდა დატოვოს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკა კურტანიძის მიერ თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და დაკითხა ორივე მხარე, შსს მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროებას არ წარმოადგენს კურტანიძისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევა.

„მე არ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ის კურირებს სამინისტროში სპორტის მიმართულებას, არის სახელოვანი სპორტსმენი და ამდენი კითხვა არ უნდა არსებობდეს მის ირგვლვ.“ – აცხადებს მინისტრი.  

„შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზედაპირულად და ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.  პოლიცია და მისი ადმინისტრაცია ძალადობის პრევენციის ნაცვლად, მხარდაჭერას უცხადებს ლუკა კურტანიძეს და ახალისებს მის ქმედებას.“ – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ლუკა კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორია და იგი უნდა წარმოადგენდეს მაგალითს რიგითი პოლიციელისათვის. ისინი მიმართავენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ლუკა კურტანიძეს გამოძიების დასრულებამდე. 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ტოლერანტობის სახლი უფლებების სკოლა, ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი, ტურიზმის სოფლის მეურნეობის კვლევითი და გადამზადების ინსტიტუტი, ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბი, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი, ეკო ტრანსპორტ ცენტრი, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, ალიანსი უცხოელი სტუდენტები ლატვიაში და ინტეგრაცია.

ი.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია