დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "წითელი კომისრების" ძეგლების გატანას და ქუჩებისთვის სახელების შეცვლას ითხოვენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/03 15:35:36

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს ქუჩებისთვის არსებული სახელების გადარქმევას სთხოვს.


საბჭოური პერიოდის ლიდერების სახელების ადარქმევ მოთხოვნით, ორგანიზაციამ საკრებულოს წერილობით აცნობა. ორგანიზაციის წევრები არამარტო ქუჩების,  არამედ სკვერების სახელწოდების ცვლილება და საბჭოური ძეგლების აღებასაც ითხოვენ.


„ჩვენი ინიციატივა ქუჩების და სკვერების სახელწოდებების ცვლილებასა და კომუნისტურ-ტოტალიტარული იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოების აღმოფხვრას გულისხმობსქალაქში არსებული საბჭოური პერიოდის ლიდერების ძეგლები, რუსული იდეოლოგიის გამომსახველი სახელწოდებები და ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე გამოსახული ძველი სიმბოლოები არღვევს კანონს. თუ ჩვენ უკრაინას მოძმე ერად მივიჩნევთ, მისი ჯალათის, ვასილ კიკვიძის ძეგლი არ უნდა იდგეს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე. ქუჩებს კი არ უნდა ჰქონდეს იმ ადამიანთა სახელები, რომელთაც არანაირი წვლილი არ მიუძღვით ჩვენი ქვეყნის თუ ქალაქის კეთილდღობაში,"-განაცხადა  დღეს გამართულ შეხვედრაზეევროპა ჩვენი სახლია”- წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.


ორგანიზაციის წევრების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას ზემოთაღნიშნული ინიციატივით, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.


ორგანიზაციას ევროპა ჩვენი სახლია, მოთხოვნასთან ერთად, ქალაქის თვითმმართველობასთან შეთავაზებაც აქვს, თუ ვისი სახელობის ქუჩები ან სკვერი უნდა იყოს ქუთაისში.


ევროპა ჩვენი სახლია”- წარმომადგენლების განცხადებით, კახა ბენდუქიძე, ამბროსი ხელაია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რობერტ შუმანი, მიხა ხელაშვილი, ახალმოწამეები-  სწორედ ამ ადამიანების სახელები უნდა ერქვას ქუთაისის ქუჩებს.

  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია