დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი: "MAP-ი პოლიტიკური სპეკულაციების თემა არ უნდა იყოს"
2015/08/28 17:02:06

წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ უნდა იქცეს დაბრკოლებად საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე და ალიანსმა ამ საკითხში მომავალი წლის ვარშავის სამიტამდე სიცხადე უნდა შეიტანოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 27 აგვისტოს.


მან ჟურნალისტებს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან თბილისში ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ MAP-ი „პოლიტიკური სპეკულაციების“ თემა არ უნდა იყოს.

 

„მე ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენე, რომ ჩვენ არ გვინდა MAP-ის თემა გახდეს პოლიტიკური თემა. იმიტომ, რომ MAP-ი ეს არის ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელზეც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ პოლიტიკურად იქ ითქვა, რომ  საქართველო გახდება ნატოს წევრი; ანუ პოლიტიკურ ნაწილში იყო და რჩება სრული მკაფიოობა.

 

მაგრამ ეს ტექნიკური ინსტრუმენტი [MAP] არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ნატოს  შტაბ-ბინასთან, მის ხელმძღვანელებთანაც და მის წევრ სახელმწიფოებთანაც, რომ ეს საკითხი არ იქცეს რაიმე ტიპის დაბრკოლებად, ვინაიდან ყველა განწყობილია იმისკენ, რომ ეს არ არის დაბრკოლება და თუ არ არის დაბრკოლება, მოდით, ძალიან მარტივად მოვაგვაროთ ეს ამბავი უახლოეს თვეებში, ვარშავის სამიტამდე. იმიტომ, რომ ჩვენ გჭირდება არა  MAP-ი, არამედ წევრობა; ჩვენ რაც არ გვჭირდება, ეს არის რაიმე ტიპის დაბრკოლება, მას MAP-ი ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, ჩვენ დაბრკოლებები უნდა მოვხსნათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

„ამ საკითხში ვინაიდან სიცხადეა შესატანი, ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან, თავად ნატოს სათაო ოფისიდან, რომ შევიტანოთ სიცხადე, რომ [MAP]  აღარ იყოს სპეკულაციების საგანი“, - დასძინა მან.

 

„ის ინსტრუმენტები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ეს არის უნიკალური ინსტრუმენტები“, - განაგრძო უსუფაშვილმა თავის კომენტარში, „უელსის სამიტის შემდეგ ის პაკეტი ღონისძიებების, მათ შორის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ეს უკვე იმ ტიპის ინსტრუმენტებია, რომლებიც პროცესს პრაქტიკულად შეუქცევად ხდიან და ვინაიდან ეს ასეა, მოდი, ამას დავარქვათ თავისი სახელი - MAP-ით, MAP-ის გარეშე,  MAP-ის ამოღებით, დამატებით -ამ დეტალებზე, ფორმულირებებზე ჩვენ შევჯერდებით“.

 

„რაც მთავარია, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ჩვენი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, ეს ემსახურება მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში და არა რაიმეს პირიქით - ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ეს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26-27 აგვისტოს თბილისში მისი ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს MAP-თან დაკავშირებით. 

 

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ იმავე გადაწყვეტილებით, სანამ საქართველო წევრი გახდება, მანამდე მან MAP-ის ეტაპი უნდა გაიაროს. მას შემდეგ საქართველოს MAP-ზე უარს ეუბნებიან.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მაისში მასპინძლობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ნატომ ვარშავის 2016 წლის სამიტზე ან MAP-ი უნდა მისცეს საქართველოს, ან განაცხადოს, რომ MAP–ი აღარ არის წევრობის წინაპირობა.

 

წყარო:http://www.civil.ge/geo/article.php?id=29648

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია