დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საკრებულოს სამდივნოს უფროსი მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე ალაპარაკდა
ავტორი:
2013/09/09 18:32:05
თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის სამდივნოს უფროსი თინათინ ხობუა თბილისის საკრებულოში საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკრებულოს კადრების განყოფილების უფროსის ნანა თოდუას მხირდან, სამსახურიდან წასვლის მოთხოვნით მის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა. იგი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია, მას აიძულებენ, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავის ნებით დაწეროს. თინათინ ხობუა News.ge-თან საუბარში დეტალურად ყვება, მისივე თქმით, ბოლო დროს საკრებულოში მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე. „მე გაცნობიერებული მქონდა, რომ ჩემი თანამდებობა იყო საკმაოდ სპეციფიური და ვიცოდი რომ ჩემს თანამდებობაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელის ერთგული და საიმედო ადამიანი, ბუნებრივი იყო, რომ ჩემსა და ახალ თავმჯდომარეს შორის კოაბიტირება ვერ შედგებოდა“,- აცხადებს საკრებულოს სამდივნოს უფროსი. თინათინ ხობუა News.ge-თან საუბარში ამბობს, რომ 26 ივლისს, პარასკევს, როდესაც ზაალ სამადაშვილი გადააყენეს, 29 ივლისიდან, ორშაბათიდან შვებულებაში გავიდა. ხობუას განცხადებით, 30 ივლისს დაუკავშირდა საკრებულოს კადრების განყოფილების უფროსი ნანა თოდუა, რომელმაც განუცხადა, რომ საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი ფიცხელაური სამსახურში იბარებდა. „ნანა თოდუამ რამდენჯერმე დამირეკა, ერთ-ერთი დარეკვისას მითხრა, რომ თუ მე განცხადებას არ დავწერდი შემექმნებოდა პრობლემები და შრომის წიგნაკში ჩამიწერდნენ დისციპლინარულ დარღვევას, რის შედეგადაც მე ვერც ერთ საჯარო სამსახუში მუშაობას ვერ დავიწყებდი“,- აღნიშნა News.ge-თან საუბარში საკრებულოს სამდივნოს უფროსმა თინათინ ხობუამ. ხობუა ასევე აცხადებს, რომ აგვისტოს თვეში საკრებულოდან „თავისი ნებით“ დაახლოებით  25 ადამიანს დააწერენის განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. „მე ვუპასუხე რომ თუ მას არ უნდოდა რომ მე მუშაობა გამეგრძელებინა ვუთხარი, რომ დაეწერა ბრაძანება და გავეთავისუფლებინე სამსახურიდან; ასევე დაეწერა მიზეზი თუ რის საფუძველზე მათავისუფლებდა სამსახურიდან“,- განაცხადა თინათინ ხობუამ. როგორც თინათინ ხობუა ამბობს, მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანშიშესული მშობლები და იგი სამსახურს თავისი ნებით ვერ დატოვებდა. „ასევე, როდესაც შვებულებიდან დავბრუნდი ჩემი მაგიდა სხვა თანამშრომლების მიერ იყო დაკავებული, რომლებიც ოფიციალურად ჯერ-ჯერობით შტატში არ იმყოფებიან და სავარაუდოდ, ეს თანამშრომლები იქნებიან ჩვენი შემცველელბი და მე იძულებული გავხდი, რომ სხვა ოთახში გადავსულიყავი“,-განაცხადა ხობუამ. თინათაინ ხობუა ამბობს, რომ ამჟამად სამსახურში იმყოფება იგნორში, „ვარ როგორც პრობაციონერი“. „მე როგორც ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანს მაინტერესებს კადრების განყოფილების უფროსი ნანა თოდუა თავისით მოქმედებდა თუ ის ვინმეს დავალებას ასრულებდა, თუ ეს იყო თავისი ინიციტივა და ზეწოლით და პრობლემების შექმნით ემუქრება, მაშინ მიანტერესებს რატომ ჯილდოვდება ეს ადამიანი 150% პრემიით, რომელიც საკრებულოში აგვისტოს ბოლოს გაიცა“,-ამბობს ხობუა. ხობუა აცხადებს, იგი ჯერ-ჯერობით ვერ მოხსნეს და რჩება საკრებულში, თუმცა მისი მისამართით სხვა თანამდებობაზე არ არის შემოთავაზება, მისი თქმით გიორგი ფიცხელაურმა განუცხადა, რომ საკრებულოში ვაკანსიები არ არის, თუმცა ხობუა ამბობს, რომ საკრებულოში ახალ-ახალი შტატები ჩნდება. „მე ვითხოვ და მივწერე კიდეც თავმჯდომარეს, რომ ბრძანება დაეწერა ჩემი განთავისუფლების შესახებ, ჩემსა და ირაკლი შიხიაშვილს შორის ბუნებრივია ვერ შედგება თანმშრომლობა, მაგრამ მე ის ადამიანი არ ვარ ვინმეს რამე დავაძალო, მაგრამ მე განცხადებას არ დავწერ“,-აცხადებს თინათინ ხობუა. მისივე განცხადებით, წერილი 2 კვირაა რაც გაგზავნილია, რომელიც მის მისაღებში დევს და ჯერ განხილული არ არის.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია