დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„თბილისის პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა მოჭრილი ხეების გვერდით ნერგები დარგეს
ავტორი:
2013/09/11 01:18:03
„თბილისის პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების გვერდით ნერგები დარგეს. „ჩვენი პარტიზანული მოძრაობა მიზნად ისახავს რომ შეჩერდეს სამწვანე-სარეკრიაციო ზონების და ხეების ჭრა; გვაქვს ინფორმაცია, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე სადაც მოჭრილია ხეები, უნდა აშენდეს კორპუსი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ტერიტორია უნდა იყოს შემოსაზღვრული უნდა ეკიდოს პროექტი და უნდა ჩანდეს რამდენი ხე იჭრება და რა შენდება“,-განაცხადა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ. მისი განცხადებით, 30 სექტემბერს სავარაუდოდ ფილარმონიასთან შედარებით მასშტაბური აქცია გაიმართება. ფერაძე საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ: „მოვიდნენ, მოაწერონ ხელი პეტიციას რისი საშუალებითაც მოვითხოვთ მორატორიუმს რომ შეჩერდეს მწვანე საფარის ჭრა“. ცნობისთვის, დღევანდელი აქცია „ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის „თბილისის პარტიზანული მებაღეობა“ - მეშვეობით დაიგეგმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია