დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შსს–ს მომსახურების სააგენტო განახლებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი:
2013/09/09 14:51:03
9 სექტემბრიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განახლებული ვებგვერდი ამოქმედდა, რის შესახებაც სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს."ვებგვერდზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ახალი ვებ გვერდი ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს როგორც ვიზუალური, ასევე ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისითაც, ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების და მათ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ. კერძოდ:- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ;- სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების (იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი) შესახებ;- თავისუფალი სახელმწიფო სანომრე ნიშნების შესახებ;- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების წესის შესახებ;- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის და შეძენის ნებართვის გაცემის წესის შესახებ;- ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის შესახებ;- სატრანსპორტო საშუალების და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის შესახებ;- სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მომსახურებების შესახებ. ამასთან ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა ონლაინ რეჟიმში მოემზადოს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდებისთვის, ჩამოტვირთოს შესაბამისი კატეგორიის საგამოცდო საკითხები, აგრეთვე პრაქტიკული გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში იხილოს ვიდეო ჩანაწერი გამოცდის მიმდინარეობის შესახებ. ახალ ვებ გვერდზე განთავსდება სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის შესახებ საკონონმდებლო ბაზა და საკონტაქტო ინფორმაცია, ამასთან ვებ გვერდზე განთავსებულია ელექტრონული სერვისები, რომლებიც გაუადვილებს მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სასურველი ინფორმაცია. კერძოდ, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გადასახდელების გამოთვლა, თავისუფალი სახელმწიფო სანომრე ნიშნის მოძიება, დაჯავშნა, საცნობარო მომსახურების თაობაზე განაცხადის გაკეთება და მომსახურების საფასურის გადახდა, აგრეთვე სხვა მომსახურების მიღება.ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობებისა და რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. დამატებით ვებ გვერდზე განთავსებული იქნება მომსახურების სააგენტოს საქმიანობის ამსახველი ფოტო - ვიდეო მასალა, სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაციები მიმდინარე პროექტების შესახებ. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური პროექტების დანერგვასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე. ჩვენი პრიორიტეტია შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, სწრაფი და ეფექტური მომსახურება და მჭიდროდ თანამშრომლობის საფუძველზე დავამყაროთ თქვენთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.შენიშვნა: ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული სერვისები ამუშავება ეტაპობრივად და აღნიშნულის შესახებ გეცნობებათ დამატებით, როგორც ჩვენი ვებ გვერდის ისე ფეისბუქის გვერდის საშუალებით", – აღნიშნავენ შსს–ში.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია