დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სალომე ზურაბიშვილი - დავით უსუფაშვილმა ზოგჯერ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ავტორი:
2013/09/02 09:20:03
დავით უსუფაშვილმა ზოგჯერ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ზოგიერთ საკითხზე, - ამის შესახებ პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დავით უსუფაშვილმა თავის ახალ ფუნქციაში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ძალიან ბევრი რამ გააკეთა დღევანდელი სტაბილურობისთვის. "ალბათ ზოგჯერ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ პოზიციიდან ზოგიერთ საკითხზე, რომელიც სახელმწიფოს ეხება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მაგალითად მან დაასახელა მინარეთის საკითხი და აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ზურაბიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილთან მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია