დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ივანიშვილი:აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას
ავტორი:
2013/09/09 19:09:02
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, რამდენიმე კვირაში, წავა. ამის შესახებ პრემიერმა ესტონეთში, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ივანიშვილის განცხადებით, მან მოახერხა და სააკაშვილი, მის გუნდთან ერთად, პოლიტიკიდან გაესტუმრა. ,,მე ჩემი მისია შევასრულე. მე მივდივარ რამდენიმე კვირის შემდგომ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს და მე ვფიქრობ, რომ ახალი როლი ჩემი უფრო საინტერესოა და მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ“,-აღნიშნა პრემიერმა. ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წლების წინ არსებული კარგი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. ,,სააკაშვილთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები რამდენიმე წლის განმავლობაში და ძალიან ბევრ რჩევას ვაძლევდი, ძალიან ბევრს ვეხმარებოდი მანამ, სანამ ის პოზიტიური პრეზიდენტი იყო და სწორი გზით მიდიოდა ჩვენი ქვეყანა“,-განაცხადა ივანიშვილმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია