დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრები ხვალ მოსაგებად იბრძოლებს
ავტორი:
2013/09/09 13:53:04
 თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრები ხვალ მოსაგებად იბრძოლებს საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვას და უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ხვალ მოსაგებად იბრძოლებს. "კარგია, რომ თბილისში ვთამაშობთ. პირველი კარგი თამაშის შემდეგ ალბათ მოლოდინი დიდია, ყველა ელოდება, რომ საქრათველოს ნაკრები ხვალ მინდორზე გამოვა და თამაშს მოიგებს, ამას ჩვენც ველოდებით და ეს ჩვენც გვინდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და ეს სანსი არის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ამ უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. ეს მოხდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხვალ ტამაშს მოვიგებთ, რთული თამაში იქნება, ფინეთს კარგი ნაკრები ჰყავს და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ფინეთთან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მისივე თქმით, ხვალ გუნდი შემტევ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ქეცბაიამ გაიხსენა საქრათველოს ნაკრების ბოლო თამაში საფრანგეთთანაც. მისი თქმით, ყველას ეგონა, მათ შორის ქართველებსაც, რომ საფრანგეთი საქართველოს დაამარცხებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
"ყველას ეგონა, რომ ადვილად მოგვიგებდნენ, მათ შორის - ბევრ ქართველსაც, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ და დამსახურებულად ავიღეთ ერთი ქულა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მისივე თქმით, ნურავის ეგონება, რომ ფინეთის ნაკრები ადვილი მეტოქეა. "ფინეთის ნაკრები ჩავიდა ესპანეთში და ერთი ქულა აიღო. ასე რომ, ხვალ მძიმე თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე თამაშში წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრებს, ორი ყვიეთელი ბარათის გამო, ხვალ მეკარე გიორგი ლორია დააკლდება.
მატჩი ხვალ დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/252178
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია