დაისვენე კურორტ ახალდაბაში
55 ათასი კაბა ცოლისათვის
ავტორი:
2013/09/09 11:54:02
უკანასკნელი 56 წლის მანძილზე ლუმიტში მცხოვრებმა გერმანული წარმოშობის კალიფორნიელმა პოლ ბროკმანმა თავის ცოლს უსახსოვრა 55 ათასი კაბა, როგორც ამას  საიტი ” ukr.net”-ი იუწყება. პირველი ათი კაბა მას შეხვდა უფასოდ - ბრემენის საზღვაო პორტში, გერმანიაში,  მუშებს შეეძლოთ აერჩიათ, რაც სურდათ და მან აირჩია კაბები, რომლებიც მაშინდელ მეგობარს - მარგოს აჩუქა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და გადავიდნენ საცხოვრებლად ამერიკაში. პოლმა დაიწყო მუშაობა სამშენებლო სფეროში და შექმნა თავისი კომპანია. ცოლთან ერთად ყოველკვირა დადიოდა საცეკვაოდ და სურდა, რომ ყოველ ჯერზე მას ახალი კაბა სცმოდა. ამიტომ სულ ახალსა და ახალ კაბებს ყიდულობდა.1988  წლისათვის, როდესაც ისინი ლოს-ანჯელესში დამკვიდრდნენ, მარგოს 26 ათასამდე კაბა ჰქონდა. პოლს თანდათან კაბების ყიდვა გადაეზარდა მანიაში. ზოგჯერ მთელ თავის ფულს კაბებში ხარჯავდა ხოლმე. მის მიერ ნაყიდი ყველაზე ძვირფასი კაბა ღირდა 300 დოლარი, მაგრამ ეს კაბა მარგოს არც კი ჩაუცვამს, ისევე, როგორც იმ 55 ათასი კაბების უმეტესობა რომლებიც ამჟამად გააჩნია მას. პოლის ჰობის შესახებ არავინ იცოდა, ვიდრე მათმა გოგონამ ლუიზამ შემთხვევით არ მიაკვლია მათ ავტოფარეხში. გოგონამ მამას მათი გაყიდვის უფლება სთხოვა. მამამ შვილს ხათრი ვერ გაუტეხა და დართო ნება, მაგრამ ლუიზა დიდი ვაჭარი ვერ გამოდგა. თითოოროლა თუ ეყიდება - კაბები კვლავინდებურად ამშვენებს ავტოფარეხის ოთახს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია