დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აკაკი ჯოხაძეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაატოვებინეს
ავტორი:
2013/08/30 11:31:02
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესიდან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე გააძევეს. მასთან ერთად სასამართლო დარბაზი კიდევ ერთ პირს დააატოვებინეს. როგორც "ინტრეპრესნიუსის" კორესპონდენტი საქალაქო სასამარლოდან იუწყება, მოსამართლემ მათ დარბაზი არასათანადო ქცევისთვის დაატოვებინა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მოწმეების უმეტესობას მხოლოდ ანტურაჟისთვის არის წარმოდგენილი და ისინი გამოძიებას შთამბეჭდავი ტომების შესაკრავად სჭირდება. "მთავარი მოწმე, ჯოკერი კვლავ არის ჯოზეფ ქეი, რომლის რეპუტაციაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გამოძიებას უჭირს და მოწმეებად მოყვანილი მოყვანილი ჰყავს ისეთი საერთაშორისო დონის აფერისტები, როგორიც არის ჯოზეფ ქეი, ან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და მათზე ზემოქმედება ადვილია", - განაცხადა უგულავამ. თბილისის მერი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სპექტაკლს და ფარსს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის დასასრულს საზოგადოება უახლოეს მომავალში დაინახავს. "ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხმამაღალი პრესკონფერენციებით დაწყებული საქმეები თვალსა და ხელს შუა დნება და სასამართლოზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ ყველაფრის მიზანი კი არის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტალახში ამოსვრა. სამწუხაროა, რომ ამაზე გადასახადის გადამხდელთა ფული, სასამართლოს დრო იხარჯება და ამ სპექტაკლს განვიხილავთ უკვე ერთი წელიწადია", - აღნიშნა უგულავამ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია