დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის კომიტეტმა" ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ავტორი:
2013/09/01 16:26:03
"მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის კომიტეტმა" ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვების მიზანია, პროცესში საზოგადოების ყველა ფენა ჩაერთოს. მისი თქმით, ხელმოწერებს ბოლოს პრემიერ-მინისტრს გაუზავნიან. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, პირველი შედეგი უკვე სახეზეა - "ინფო 9" გადარჩა და ის მენეჯმენტს გადაეცა. ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილს ფასის დასახელებისკენ მოუწოდა, თუ რა თანხად მიჰყიდის საზოგადოებას ტელეკომპანია "მეცხრე არხს". ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით საკითხის ფართო განხილვა მოეწყობა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია