დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუწყდა
ავტორი:
2013/08/29 10:46:02
ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუწყდა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს 15 დღიანი ვადა, რათა ცესკოს წარუდგინოს სამი კანდიდატი. "პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წევრებმა 5 დღის ვადაში უნდა აირჩიონ წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთი", _აღნიშნა ეკა აზარაშვილმა. მისივე განმარტებით, თუ ვერ მოხდა 5 დღის ვადაში ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, ამ შემთხვევაში, პროცესები გადაინაცვლებს პარლამენტში. ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გააკეთა, ხოლო პარლამენტს ეს განცხადება ოფიციალურად 14 აგვისტოს წარედგინა. ზურაბ ხარატიშვილმა კი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად პოლიტიკაში წასვლა დაასახელა. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია