დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მეუფე იაკობი - მე მოგცემთ გარანტიას, რომ მინარეთი ამ ადგილას აღარ დაბრუნდება
ავტორი:
2013/08/29 21:26:02
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ქორეპისკოპოსები, მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი ახალციხეში ჩავიდნენ. როგორც "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება, ქორეპისკოპოსები ქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და ახალციხის ამაღლების ეკლესიაში გადანაცვლებისკენ მოუწოდეს. "მე მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მინარეთი ამ ადგილას აღარ დაბრუნდება. უბრალოდ, ის უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს. ეს არის კანონიერი და კანონის ფარგლებში უნდა მოვექცეთ. მოგიწოდებთ, ამაღლების ტაძარში მივიდეთ და ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადოთ", - მიმართა შეკრებლებს მეუფე იაკობმა.მეუფე თეოდორემ კი შეკრებილებს სთხოვა, ხელი არ შეუშალონ მინარეთის გადაადგილებას. "დღეს დილიდან თვალყურს გადევნებთ. აქ დგომით დიდი საქმე გააკეთეთ. დღეს ყველას ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ერის სათანადოდ დაცვა და სხვა სარწმუნოების ხალხთან მეგობრულად თანაცხოვრება. ეს იყო უკანონო მშენებლობა, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება. კანონი არის კანონი და მინარეთი უნდა დასაწყობდეს ჭელაში მანამ, სანამ არ მოხდება მართლმადიდებელ და მუსლიმ ხალხს შორის შეთანხმება. ჩვენ არ ვართ კანონდამრღვევები და უნდა დავემორჩილოთ მას. სოფელ ჭელაში, სადაც მინარეთი იქნება, გაკეთდება სადარაჯო პუნქტი და მას პოლიცია დაიცავს. გპირდებით, რომ იქ მართლმადიდებლების უფლებები აღარ დაირღვევა. იქ აშენდება მართლმადიდებლური ტაძარი. დღეს აქ მინარეთმა უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა ავასრულოთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა", - მიმართა მეუფე თეოდორემ აქციის მონაწილეებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია