დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2013" დაიწყო
ავტორი:
2013/09/02 11:33:03
სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2013" დაიწყო. "დიდგორი 2013"-ის გახსნის ცერემონიალი დღეს ეროვნული საასწავლო ცენტრ "კრწანისის" სამწყობრო მოედანზე გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ. მისი თქმით, მსგავსი სწავლება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ ჩატარებულა. "ამ სწავლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან უწყებათაშორისი სამეთაურო სწავლება ხდება - კრიზისზე რეაგირებიდან დაწყებული საომარი მოქმედებების მართვით დამთავრებული. კარგია, რომ ძალიან აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა უწყებები. იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესეო იქნება ეს სწავლება. მიღებული გამოცდილება ნამდვილად წაადგება როგორც ქვეყნის კრიზისის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე შეიარაღებული ძალების კრიზისის მართვის სისტემის განვითარებას", - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ. "დიდგორი 2013"-ის გახსნას აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლობაც დაესწრო.."დიდგორი 2013" სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს და კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად. სწავლებაში ჩართულები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სხვადასხვა სამინისტროებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები. სწავლების სცენარის მიხედვით, სამთავრობო უწყებებს სტიქიური უბედურობებისა და საომარი სიტუაციების ფონზე მოუწევთ ურთიერთქმედება. სწავლება "დიდგორი 2013" 9 სექტემბრამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" და სენაკში გაიმართება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია