დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსი დიპლომატის მკვლელი სლავური წარმოშობისაა
ავტორი:
2013/09/10 13:20:02
რუსული სააგენტო newsru.com-ის ინფორმაციით, გუშინ სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშინიოვი აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხებს აგვარებდა. როგორც ცნობლია, რუსების მიერ ნაყიდ უძრავ ქონებას ხანდახან რამნდენიმე მფლობელი ჰყავდა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რომელიღაცა მფლობელი აუცილებლად უკმაყოფილო რჩებოდა. newsru.com-ის ინფორმაციით, სწორედ მის საქმესთან დაკავშირებული პირი შეიძლება აღმოჩნდეს დიპლომატის მკვლელი.  ასევე ცნობილი ხდება, რომ მკვლელი არა კავკასიური წარმოშობის, არამედ სლავური წარმოშობისაა. აფხაზეთის ე.წ. სამართლადმაცავები მაღალ, გამხდარ, სლავური წარმოშობის მკვლელს ეძებენ. მისი აღწერილობა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიაწოდა „სამართალდამცავებს“. ასევე ცნობილი ხდება, რომ მკვლელობის ადგილას ბომბიც აღმოაჩინეს.  შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ დილით 8:30 საათზე დიპლომატის ავტოფარეხთან მოხდა. როგორც ცნობილია დიმიტრი ვიშინიოვს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ტერორისტული აქტის მუხლით იძიებს. მკვლელობას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსნადრე ლუკაშევიჩის თქმით, ეს საზარელი მკვლელობა არის რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია