დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ინფო 9"-ის მენეჯმენტი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ავტორი:
2013/08/30 14:01:02
საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მენეჯმენტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სააგენტოს არამატერიალური ქონების საკუთრებაში გადაცემის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ "ინფო 9"-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:"მოგეხსენებათ, რომ საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" 1-ლი სექტემბრიდან წყვეტს არსებობას. სააგენტომ 2012 წლის 27 მაისს დაიწყო მუშაობა და ყველა მისი თანამშრომლისთვის ეს იყო დაუვიწყარი წელიწადი და სამი თვე."ინფო 9"-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს ჰქონდა სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა და მონაწილეობდა ქვეყანაში დემოკრატიული ძვრებისა და ჯანსაღი მედიასივრცის შექმნის საქმეში. ამის საშუალება კი, პირველ რიგში დამფუძნებელმა მოგვცა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.დღეისათვის "ინფო 9"-ის მომსახურებით უკვე ისარგებლა 6 მილიონამდე უნიკალურმა ინტერნეტმომხმარებელმა. აქედან 20% უცხოეთიდან შემოდის და იგებს ინფორმაციას საქართველოზე. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მედიასივრცეს არ გამოაკლდეს ისეთი პოპულარული და ობიექტური ინტერნეტრესურსი, როგორიც არის "ინფო 9" და შექმნილ სიტუაციაში გადავწყვიტეთ გთხოვოთ, საკუთრებაში გადმოგვცეთ სააგენტოს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი - "ინფო 9", ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება.ასევე, გთხოვთ უფლებას, ვისარგებლოთ სააგენტოს კუთვნილი აპარატურის მცირე, მაგრამ აუცილებელი რაოდენობით - განვადებით გამოსყიდვის უფლებით. ამ შემთხვევაში "ინფო 9"-ის თანამშრომლებისთვის გადახდილი ორი თვის კომპენსაცია საშუალებას მოგვცემს, პირველ ეტაპზე არ შევწყვიტოთ საიტის ფუნქციონირება და დამოუკიდებლად მოვიძიოთ დაფინანსების წყაროები.იმედი გვაქვს, შევძლებთ, სააგენტომ განაგრძოს მუშაობა ისე, რომ შევუნარჩუნოთ არსებული მაღალრეიტინგული პოზიცია ინტერნეტსივრცეში.კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გვაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ "ინფო 9"-ის დირექტორი მანანა ელიაშვილი, Iთ სამსახურის მენეჯერი თენგიზ ქირია, პროდიუსერი შალვა ჯოხაძე და "ინფო 9"-ის დამფუნებელი კომპანიის დირექტორი ლუბა ელიაშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია