დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"რაკიინ დეველოპმენტის" ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
ავტორი:
2013/09/09 16:54:02
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, შპს "რაკიინ დეველოპმენტის" და შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას" ყოფილი დირექტორი გელა მიქაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გელა მიქაძემ, როგორც შპს „რაკიინ დეველოპმენტის“ დირექტორმა, საწარმოს დამფუძნებლების, არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, 2011 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მართლსაწინააღმდეგოდ, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი’’-ზე, სიმბოლურ ფასად 1 ლარად 16 940 000 ლარის ღირებულების შპს ,,რაკიინ დეველოპმენტის“ 8.47%-იანი წილი გადააფორმა. „მანვე, როგორც შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას" დირექტორმა, 2011 წლის 30 აგვისტოს და 2012 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მართლსაწინააღმდეგოდ მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,მენლაინ პროჯექთს ელ-ელ-ფი’’-ზე სიმბოლურ ფასად, ასევე 1 ლარად გადააფორმა 30 000 000 ლარის ღირებულების შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ 15%-იანი წილი და 3 300 000 აშშ დოლარის ღირებულების შპს „რაკია საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონი“ს 15%-იანი წილი“,-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2008 წლის 18 ივნისს შპს „რაკიინ დეველოპმენტსა“ და შპს „მთაწმინდის პარკს“ შორის მთაწმინდის პარკის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შესაბამისადაც, შპს „რაკიინ დეველოპმენტმა“ 2008-2011 წლებში თბილისის მთაწმინდის პარკში დიდი ოდენობით ინვესტიცია განახორციელა. „2012 წლის 3 მაისს მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შპს „თბილისის პარკს“ მართვის უფლებით გადაეცა მთაწმინდის პარკი, რის სანაცვლოდაც, აღნიშნულ შპს-ს 12 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. გელა მიქაძის მითითებით, შპს ,,თბილისის პარკის“ მიერ გადმორიცხული 6 000 000 დოლარიდან 5 700 000 დოლარი გადარიცხული იქნა გ.მიქაძის გამგებლობაში არსებული კომპანიების კომანდიტური საზოგადოება „ბესფორდდეველოპმენტ ელ-ელ-ფი“-სა და შპს ,,ლაბეი დეველოპმენტის“ საბანკო ანგარიშებზე, იმის ნაცვლად, რომ ზემოთხსენებული თანხა გადარიცხულიყო შპს ,,რაკინ დეველოპმენტში“. აღნიშნული ქმედებებით, გ. მიქაძემ არაბული საინვესტიციო კომპანია „რაკიინის“ 52 385 000 ლარის ღირებულების წილები და ფულადი თანხა 5 700 000 აშშ დოლარი მიითვისა. აღნიშნული კომპანიები საქართველოში ფლობენ შემდეგ აქტივებს: სავაჭრო ცენტრი „თბილისის მოლი,“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი,“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვ“,-აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილითგრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია