დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მუსლიმი მრევლი ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრას ახორციელებს
ავტორი:
2013/08/30 16:21:02
მუსლიმი მრევლი ბათუმში, მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრას ახორციელებს. მუსლიმი მრევლი, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზეა შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი მრევლს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს. როგორც სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს შუადღის ლოცვის შემდეგ, მრევლმა მოითხოვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა. ადამ შანთაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია თავისუფალია და შესაძლებელია კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს. ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აკონტროლებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია