დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა ნათელაშვილი ზუგდიდში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/09/01 16:02:02
"ლეიბორისტული პარტიის~ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს ზუგდიდში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას იმედები ვერც ედუარდ შევარდნაძის, ვერც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ გაუმართლა.მისივე თქმით, იმედგაცრუება ახალი ხელისუფლების პირობებშიც ძალიან დიდია. შალვა ნათელაშვილი ადგილობრივებს მოუწოდებს, მას დაუჭირონ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე. შალვა ნათელაშვილი დღის ბოლომდე ათამდე სოფლის მოსახლეობას შეხვდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია