დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
ავტორი:
2013/08/29 09:25:02
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, დღეიდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი, გეომეცნიერების დეპარტამენტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას "კავკასიის აქტიური ტექტონიკა, მაგმატიზმი-ბუნებრივი საფრთხეები და რესურსები" გამართავს. კონფერენციის მიზანია, რეგიონის აქტიური ტექტონიკის უახლესი კვლევის წარმოჩენა და ანალიზი; თანამედროვე აქტიური ტექტონიკის შესწავლის მეთოდების (გამოყენებითი გეოფიზიკა, GPS დაკვირვებები, დისტანციური ზონდირება, სეისმოლოგია, გეოქიმია და სხვა) მიღწევებისა და გამოყენების უახლესი შედეგების განხილვა; თანამედროვე აქტიურ ტექტონიკასთან დაკავშირებული სეისმურობის და სხვა გეოსაფრთხეების ანალიზი, მათი კვლევისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების მაგალითების გაცნობა; თანამშრომლების ახალი სფეროების და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასახვა და შემუშავება. კონფერენციის ძირითადი სესიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი 32, აუდიტორია 101) 29-31 აგვისტოს, ხოლო სამეცნიერო-პრაქტიკული გასვლითი სემინარი სტეფანწმინდაში - 1-3 სექტემბერს ჩატარდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია