დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პირობით მსჯავრდებულებმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
ავტორი:
2013/08/27 15:22:02
პირობით მსჯავრდებულებმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილებმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრობაციის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროების ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილებმა თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და ცაგერის რაიონში მდებარე წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს. მათ გარემო ეკალ-ბარდებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. პირობით მსჯავრდებულებმა და საზოგადოებითვის სასარგებლო შრომამისჯილებმა ეკლესიის შემოგარენის რეკონსტრუქციაშიც მიიღეს მონაწილეობა და ღობე გაამაგრეს. პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ერთობლივი პროექტების ფარგლებში, არაერთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაზე და სამონასტრო მეურნეობებში, რაც მათ რესოციალიზაციაში ეხმარება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია