დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოსა და ესტონეთს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთდახმარების შეთანხმება შედგა
ავტორი:
2013/09/09 14:55:02
დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი ესტონეთის პრემიერმინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდა. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით წარიმართა და მასზე დარგობრივი თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა კმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესტონეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთდახმარების შეთანხმებას“. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბაზრების სიმცირიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ უმნიშვნელოა, თუმცა, სამთავრობო დონეზე არსებობს მზაობა ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. "დღეს ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები... მიუხედავად სხვადასხვა სფეროში წარმატებული ურთიერთობისა, ჩვენს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის მეტი პოტენციალი არსებობს განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომელიც აუცილებლად ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამთავრობო დონეზე მზადყოფნას ინვესტიციების წახალისებასა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ანსიპთან შეხვედრის შემდეგ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია