დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი გაბედავა პრეზიდენტის დაცვას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ავტორი:
2013/08/28 16:55:03
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა პრეზიდენტის დაცვას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც გაბედავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ წუთებში იგი ბათუმის საპატრულო პოლიციაში სამ მეგობართან - მერაბ გორგაძესთან, მირიან ცეცხლაძესთან და მერაბ ღოღობერიძესთან ერთად დაკითხვაზე იმყოფება.როგორც გიორგი გაბედავამ აღნიშნა, ბათუმში პრეზიდენტის დაცვის წევრებთან შეკამათება მოუვიდათ. მისივე თქმით, დაცვის წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გაბედავას თქმით, ადგილზე მყოფ კრიმინალური პოლიციის წევრებს მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ, რის გამოც, მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გიორგი გაბედავას განცხადებით, მათ სურთ პრეზიდენტის დაცვამ მომხდარზე პასუხი აგოს და ფაქტს რეაგირება მოჰყვეს. მისივე თქმით, პრეზიდენტის დაცვამ გუშინ მელორ ვაჩნაძეს ცემა, თუმცა პასუხისმგებლობა ვაჩნაძეს დაეკისრა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია