დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე გრემის მთავარანგელოზის მონასტერში წირვას დაესწრო
ავტორი:
2013/08/28 17:54:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გრემის მთავარანგელოზის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო წირვას დაესწრო. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წირვა ნეკრესის მეუფემ აღავლინა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მრევლს და სრულიად საქართველოს მარიამობა მიულოცა და მშვიდობა უსურვა. დავით ბაქრაძე კახეთის რეგიონში სოფელ ენისელშიც იმყოფებოდა. იგი ადგილობრივი მოსახლის, ზვიად დუშმანიშვილის ოჯახს ესტუმრა და მარიამობა მიულოცა. დავით ბაქრაძემ ასევე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაც გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა იმ ადამიანების გმირობა, ვინც უახლოეს წარსულში სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობას შეეწირნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია