დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - ჩვენ უწყებაში კარები ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია
ავტორი:
2013/09/12 13:11:12
დავით ნარმანია - ჩვენ უწყებაში კარები ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია ჩვენ უწყებაში კარები ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია, – ამის შესახებ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გაცემის არც ერთი მოთხოვნა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენს უწყებაში რაც გავაკეთეთ მოსვლის დროს იყო ის, რომ კარები ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია. ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც ადრე არ იდო ვებ-გვერდზე, დავდეთ. ეს არის: დეტალური ბიუჯეტი, დეტალური ანგარიშები, პრეზენტაციები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ღია და საჯარო. რეაგირება ხდება ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღეს რამდენიმე საჯარო უწყება დააჯილდოვა 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის ჯილდო ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითრების სამინისტროსაც გადაეცა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია