დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჭელის მოსახლეობა საპროტესტო აქციას დღეს ბათუმში გამართავს
ავტორი:
2013/08/28 09:18:02
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მოსახლეობა საპროტესტო დღეს დილით ბათუმში გამართავს. როგორც ხულოს რაიონის მუფთმა ასლან აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მრევლს ორი მოთხოვნა ჰქონდა - დაპატიმრებულების გათავისუფლება და მინარეთის დაბრუნება, რაც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. აბაშიძის თქმით, მინარეთი ხაშურის გავლით სარფის საბაჟოზე ჩაიტანეს, მუსლიმი მრევლი კი მის დაბრუნებას მოითხოვს. "ჩვენი პოზიციაა, მინარეთი დაბრუნდეს ჭელაში და იგივე ადგილზე მეჩეთთან აღდგეს. ეს არის მეჩეთის წმინდა ატრიბუტი. საზოგადოების აღელვება, იმედი გვაქვს, ამის შემდეგ განიმუხტება. ახალციხეში გადაწყდა მხოლოდ ის, რომ დაკავებულები გაათავისუფლეს, მაგრამ გადაწყვეტილება, მინარეთის დაბრუნების თაობაზე, არ არის მიღებული. გვითხრეს, რომ ხაშურის გავლით მინარეთი სარფის საბაჟოზე ჩაიტანეს. მივდივართ ბათუმში, რათა მინარეთი დავიბრუნოთ", - აღნიშნა ასლან აბაშიძემ. მისივე თქმით, გარდა ჭელაში განვითარებილი მოვლენებისა, მრევლი დღეს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე პასუხს მოითხოვს. "დილით შევიკრიბებით ბათუმში და სამთაწყაროში, ნიგვზიანში, წინწყაროში, ციხისძირში და მუსლიმების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს გავაპროტესტებთ. ასევე, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე გადაწყვეტილების დროულად მიღებას მოვითხოვთ. ახლა ჭელაში სალოცავად მივდივართ, უნდა მივიდეთ და ცრემლები ჩამოვყაროთ იქ, სადაც მოიჭრა ჩვენი მინარეთი. შემდეგ კი გავემართებით ბათუმისკენ", - აღნიშნა ასლან აბაშიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია