დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ
ავტორი:
2013/09/02 11:58:02
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ნაწილი საავადმყოფოს წინ საპროტესტო აქციას მართავს. როგორც " ინტერპრესნიუსთან " საუბრისას აქციის მონაწილე ექიმები აცხადებენ , ისინი აპროტესტებენ საავადმყოფოს ინვესტორის " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " წარმომადგენლის თექინ ატიკის საქციელს. როგორც ექიმები აცხადებენ, მას შემდეგ რაც " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა " იაშვილის კლინიკასთან ერთად კიდევ ოთხი კლინიკა შეიძინა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, იაშვილის კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თექინ ატიკი კლინიკაში, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მიდის. ექიმები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თექინ ატიკი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაც არის და ამიტომ მედპერსონალის მიმართ არაადეკვატურია. აქციის მონაწილეების თქმით, თექინ ატიკი მედპერსონალს განსაკუთრებით კი ექთნებს შეურაცხყოფას აყენებს, უკრძალავს კლინიკაში კედლებზე ხატების ჩამოკიდებას, ჯვრის ტარებას, გარდა ამისა, თექინ ატიკი მედპერსონალს სთავაზობს, რომ უფასოდ შეასწავლის თურქულ ენას. ექიმების განცხადებით, იაშვილის კლინიკა და და კიდევ ოთხი კლინიკა ყოფილი მფლობელების გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძის ფინანსურ თაღლითურ სქემას შეეწირა, რის გამოც, იაშვილის კლინიკა, ციციშვილს ბავშვთა კლინიკა, პედიატრიის, ალერგოლოგიის, რევმატოლოგიის ცენტრი, ქალთა სამედიცინო ცენტრი " ახალი სიცოცხლე " და ბათუმის დედათა და ბავშთა დაცვის რესპუბლიკური ცენტრი " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " ხელში აღმოჩნდა. ექიმები სახელმწიფოს სთხოვენ, აღნიშნული კლინიკები სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ვინაიდან, ქართველ ბავშვებზე ზრუნვა, ქართველი ექიმების საზრუნავია და არა თურქი ინვესტორების, რომლებიც მედპერსონალს არაადეკვატურად ექცევიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია