დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი – საქართველომ აქტიურად დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება
ავტორი:
2013/09/02 11:46:02
დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა ქვეყნის სიღრმეში გადმოწია მავთულხართები, რაც არ არის ადკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯების, რომელიც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განხორციელდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ აქტიურად დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. "გადაიდგა ნაბიჯები ვაჭრობის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეგობრებმა მოგვიწონეს რუსეთთან დიალოგის ეს ფორმატი, როგორც კონსტრუქციული ნაბიჯი მიმართული დაძაბულობის შემცირებისაკენ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა კვლავ გადმოწია მავთულხართები ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, რაც არ არის ადკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ჩვენს მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას. აქტიურად ვიყენებთ ჟენევის საერთაშორისო მექანიზმებსა და თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატებს", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვას იმას, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია