დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვერშემდგარი მკვლელი 10 წელს გაატარებს კოლონიაში
ავტორი:
2013/09/11 14:11:03
რუსული საინფორმაციო პორტალი “newsru.com“-ი იუწყება, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სამშაბათს განაჩენი გამოუტანა ყაზახეთის მოქალაქეს - ილია პიანზინს, რომელიც ბრალდებულია 2011 წელს ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში. იგი გაატარებს 10 წელიწადს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.                გამოძიების მონაცემებით, 2011 წლის დეკემბერში, უკრაინაში ყოფნისას პიანზინი გახდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელიც „იმარატ კავკაზ“-ის მეთაურს, დოკუ უმაროვს ექვემდებარებოდა. მის გარდა ჯგუფში შედიოდნენ ჩეჩნები: ადამ ოსმაევი და რუსლან მადაევი. იმხანად პუტინი პრემიერ-მინისტრი იყო და -  პრეზიდენტობის კანდიდატი. თავდასხმა უნდა მომხდარიყო მოსკოვში, მის პრეზიდენტად არჩევისთანავე,  2012 წლის მარტში. ისინი ადგენდნენ პუტინის კორტეჟის გადაადგილების მარშრუტს და აპირებდნენ ორი  ავტომობილის დანაღმვას. პირველი უნდა აფეთქებულიყო კორტეჟის მსვლელობისას გზაზე,  ხოლო მეორე ტერორისტ კამიკაძესთან ერთად - პუტინის გადაჯდომისას ერთი მანქანიდან  - მეორეში.   შეთქმულებმა ოდესაში ერთ-ერთ ბინაში დაამზადეს ასაფეთქებელი მოწყობილობა,  რომელიც 2011 წლის დეკემბერში გამოსცადეს ქალაქის მოშორებით; მაგრამ  2012 წლის იანვარში, მომდევნო ბომბის დამზადებისას სახლში გაჩნდა ხანძარი. მადაევი დაიღუპა, პიანზინი და ოსმაევი კი დააკავეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა. მოგვიანებით პიანზინი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით გადასცეს რუსეთის მხარეს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია