დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - პოლიციის რეიდებმა ჩვენს მოქალაქეებს ბევრი უხერხულობა შეუქმნა
ავტორი:
2013/08/27 14:53:03
არავინ უარყოფს იმას, რომ პოლიციის რეიდებმა ჩვენს მოქალაქეებს ბევრი უხერხულობა შეუქმნა, - ამის შესახებ თემის კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ უხერხულობისთვის ბოდიში უკვე მოიხადა. "შესაბამისი უწყება თვლის, რომ ეს აუცილებელი იყო დანაშაულთან ბრძოლისათვის და მე არაფერი დამრჩენია, თუ არა ის, რომ ვირწმუნო ეს და, პირიქით, ჩემს ხელთ არსებული ბერკეტებით ხელი შევუწყო დანაშაულთან ბრძოლას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია თბილისის ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და ჩხრეკის შესახებ. "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომელთა განცხადებით, პოლიციამ ისინი ქუჩაში გააჩერა და საბუთების წარდგენა სთხოვა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია