დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ ხაბაძე მუსლიმ მრევლს მინარეთის დაბრუნებას დაჰპირდა
ავტორი:
2013/08/28 18:07:07
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მუსლიმებს ჭელის მინარეთის დაბრუნებას დაჰპირდა. არჩილ ხაბაძე დღეს ბათუმის მეჩეთში მორწმუნეებს შეხვდა და პრემიერ-მინისტრის დანაბარები გადასცა. როგორც ხაბაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მუსლიმი მრევლის გვერდითაა და საკითხის დროულად გამოსწორებას იმედოვნებს. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და შეცდომა ვინც დაუშვა, დაისჯება. "საბაჟოზე, როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარებს. ვინც ეს პროცესი ჩაატარა, მებაჟე იყო თუ ვინმე სხვა, დაისჯება, რადგან ამ შეცდომამ ასსეტ პროცესებამდე მოგვიყვანა. დღეს მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ექსპერტიზა დასრულდეს და მინარეთი გამოთავისუფლდეს, განბაჟების პროცესი დასრულდეს. დღეს დასვენების დღეა და მაქსიმუმ ხვალისთვის შევეცდებით დავუბრუნოთ მინარეთი მრევლს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. მისივე თქმით, ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, დააფიქსიროს თავისი აზრი თუ პროტესტი, კანონის ჩარჩოებში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია