ორშაბათს, ღამით, მძარცველებმა პარიზის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიის ვიტრინები „ჯიპით“ შეანგრიეს და დაახლოებით ორი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედიასაშუალებები აცხადებენ. ინციდენტი ადგილობრივი დროით 04:30 საათზე, პარიზში ვანდომს მოედანთან ახლოს მოხდა. როდესაც დანაშაულის ადგილს ტოვებდნენ, მძარცველებმა ის მანქანა, რითიც მივიდნენ, მაღაზიასთან ახლოს დაწვეს. ჯერ უცნობია, მოპარული საათებისა და სამკაულის მწარმოებელი. იმ რაიონში, სადაც ძარცვა მოხდა, ბევრი საიუველირო ბუტიკი მდებარეობს. ამ დროისათვის გაძარცვულ მაღაზიაში ბანდიტიზმთან ბრძოლის პარიზის ბრიგადის თანამშრომლები მუშაობენ.
წყარო:
news.ge